„ქართული ოცნების“  მხარდამჭერები დინამოს სტადიონთან იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დინამოს სტადიონთან იკრიბებიან

დინამოს სტადიონთნ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები  იკრიბებიან.

ისინი შეკრების ადგილზე „ქართული ოცნების“ მაისურებითა და დროშებით მოდიან და სკანდირებენ - „საქართველო“.

დინამოსთან შეკრებილებს ავტომობილები სიგნალებით ესალმებიან.

ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან, სადაც მათ ავლაბრიდან და ვაკის პარკიდან მიმავალი მოქალაქეთა ჯგუფები შეუერთდება.

აქციისთვის თავისუფლების მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე დამონტაჟებულია სცენა.

 აქცია 16:00 საათზე დაიწყება.