ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციისთვის სამზადისი დასრულდა

ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქციისთვის სამზადისი დასრულდა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციისთვის სამზადისი დასრულებულია.

სცენა დრამატული თეატრის წინ არის დამონტაჟებული.  ამასთან, დილიდანვე გადაკეტილია დავით აღმაშენებლის მოედანი და კოლხური შადრევანის მიმდებარე ტერიტორია.

აქციაზე ქუთაისელების გარდა,  დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან ჩამოსულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც ელოდებიან.

აქცია დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.