ირაკლი სესიაშვილი:  აქციაში მონაწილეეები სირღმისეულად შეიგრძნობენ იმ გამარჯვებას, რომელიც  1 ოქტომბერს გაფორმდება

ირაკლი სესიაშვილი: აქციაში მონაწილეეები სირღმისეულად შეიგრძნობენ იმ გამარჯვებას, რომელიც 1 ოქტომბერს გაფორმდება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, დანონსებულ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით აქციაზე ხალხმრავალ შეკრებას ელოდება.

სესიაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იქნება  ემოციებით და აღნიშნავს, რომ  აქციაში მონაწილეები  სირღმისეულად შეიგრძნობს თავის ქვეყანას და იმ გამარჯვებას, რომელიც  პირველ ოქტომბერს გაფორმდება.

„ეს დღე,  ქართულ ისტორიაში და არამხოლოდ  ქართულ ისტორიაში არამედ, შეიძლება ითქვას,  ევროპისათვის და სხვადასხვა  ქვეყნებისათვის იქნება  ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორა  ხალხი  მომართული, ცივილიზებული სამყაროს ღირსეული წევრნი გახდნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მან თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა კოალიციის ყველა აქტივისტსა და მხარდამჭერს.

„მადლობა მინდა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს, არა უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს არამედ, რეალურად,  ქვეყნის სადარაჯოზე დგას, იცავს ქვეყანასა და  თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს“, - განაცხადა სესიაშვილმა.