სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს ჩამოვა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დღეს ჩამოვა.

ამის შესახებ ზურაბიშვილის ფოთელებისადმი მიმართვაშია ნათქვამი. მისი თქმით, პირველ ოქტომბერს ის თავის მოვალეობას შეასრულებს და სწორ არჩევანს გააკეთებს.

„გვჭირდება ადამიანები, პროფესიონალები რომლებიც ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის ან კლანის საქმეს გააკეთებენ და შეეწირებიან. გვჭირდება ადამიანები უშიშარნი და ერთგულნი. გვჭირდება ადამიანები არაფარისევლები არამედ სიმართლის მთქმელნი. გვჭირდება ყველაზე უფრო ჩვენი შვილებისთვის მაგალითები, რომლის შემყურე ისინი გაიზრდებიან ხვალინდელ საქართველოს აღმშენებლობისთვის", - ნათქვამია მიმართვაში.