სულხან მოლაშვილი: ხელისუფლება 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას გეგმავს

სულხან მოლაშვილი: ხელისუფლება 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას გეგმავს

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 2 ოქტომბერს საშინელი ციფრების გამოქვეყნებას გეგმავს და არეულობის ფონზე არ არის გამორიცხული, იერიში მიიტანონ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და თავად ივანიშვილზე.

ამის შესახებ მან "მეცხრე არხის" ეთერში  ეთერში საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის წყარო, უცხოეთში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია.

მისი თქმით, ეს ადამიანი ინტერპოლის სისტემაში დიდ თანამდებობებზე მუშაობდა.

„ამ ინფორმაციის წყაროა, ერთ-ერთი უცხოელი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ადამიანი ინტერპოლის სისტემაში დიდ თანამდებობებზე მუშაობდა. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ თუ ხელისუფლებამ გადადგა ასეთი ნაბიჯები და შეეცადა ინსპირირებას, ის დაისახავს მხოლოდ ერთ მიზანს, როგორც ხალხის დაბეჩავებისა და კიდევ ერთხელ წელში გატეხვის მიზანს, ისე - ოპოზიციური ლიდერების და პირველ რიგში ბატონი ბიძინას ანგარიშსწორების მიზანს. ალბათ დაცვის სამსახურები შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ", - განაცხადა მოლაშვილმა.