„ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

„ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას სტუდენტებიც  უერთდებიან.

სტუდენტური მოძრაობა  „ლაბორატორია 1918“-ის წევრის გელა ბანძელაძის განცხადებით,   სტუდენტები, რომლებიც კოალიციის აქციაში  მონაწილეობის მიღებას აპირებენ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დღეს, 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ აქცია თავისუფლების მოედანზე დღეს, 16:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი დაახლოებით,  14:00 საათისთვის, მოსახლეობა თბილისში ოთხ ადგილას შეიკრიბება: სამგორის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან,  ვაკის პარკთან და სპორტის სასახლესთან და თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივლენ.