საზოგადოებრივი დამცველის  4 მობილური ჯგუფი „ქართული ოცნების“ აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საზოგადოებრივი დამცველის 4 მობილური ჯგუფი „ქართული ოცნების“ აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საზოგადოებრივი დამცველის  4 მობილური ჯგუფი დღეს თბილისში "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ 4 მობილური ჯგუფი, გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში, დღეს თბილისში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.

დამკვირვებლები მონიტორინგს აქციის ორგანიზებას, აქციის მონაწილეთა მსვლელობისა და შეკრების პროცესს გაუწევენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს,, კანონი და მოქალაქეთა უფლებები დაიცვან,,რათა შესაძლო პროვოკაციები თავიდან ავცილოთ.

„საზოგადოებრივი დამცველი“ მოქალაქეებს მიმართავს,  აქციის მიმდინარეობისას მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე - 2 35 95 24 ან 599 61 82 29.