„თავისუფალი საქართველო“  თბილისსა და ქუთაისში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილ მანიფესტაციას უერთდება

„თავისუფალი საქართველო“ თბილისსა და ქუთაისში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილ მანიფესტაციას უერთდება

"თავისუფალი საქართველო"  არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ დაგეგმილ მანიფესტაციას უერთდება. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.

„დღეს,  16:00 საათზე,  თბილისში თავისუფლების მოედანზე და ქუთაისის მთავარ მოედანზე არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ მასშტაბური მანიფესტაცია იმართება.

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ საზოგადოების აქტიურობა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ აუცილებელია და ეს ერთადერთ წინაპირობას წარმოადგენს გაყალბების მასშტაბების შესამცირებლად. ამდენად,  პარტია ორივე ქალაქში შეუერთდება დაგეგმილ მანიფესტაციას. ღონისძიებაში „თავისუფალი საქართველოს“  ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას“,  - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.