ODIHR: წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ 100 შემომწირველიდან  68 დაჯარიმდა

ODIHR: წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ 100 შემომწირველიდან 68 დაჯარიმდა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების დაჯარიმების ფაქტებიცაა ასახული.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წინასაარჩევნოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ 100-ზე მეტი ინდივიდუალური შემომწირველის საქმე გამოიძია  და მათგან 68 სასამართლომ დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურმა კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 10 ინდივიდუალური შემომწირველის საქმე განიხილა და აქედან 8 დაჯარიმებულია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი შემომწირველთა დაჯარიმების ასეთი მცირე რაოდენობა იმით ახსნა, რომ პარტია წინასწარ უხსნის შემომწირველებს, თუ რა ოდენობის შემოწირულობების გაკეთება შეიძლება მათი საგადასახადო დეკლარაციებიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია ანგარიშში.