„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა

„თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის შტაბის უფროსმა პარტია დატოვა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ნაძალადევის შტაბის უფროსმა გაიოზ ჩარკვიანმა პარტია დატოვა და „სამოქალაქო მოძრაობას“ შეუერთდა. ამის შესახებ ჩარკვიანმა დღეს ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრვ დარბაზშიჯაზუში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, „სამოქალაქო მოძრაობაში“ წინა წლებშიც ჩართული იყო და ახლა ისევ მას უბრუნდება. ჩარკვიანის განცხადებითვე უერთდება „სამოქალაქო მოძრაობას“, მათ შორის, „გადაარჩინე სიცოცხლე“-ს, თუმცა აღნიშნა, რომ აქ არ იგულისხმება არც ერთი პარტია.

„აქ მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესებია, რადგან მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების აზრი დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შორის არსებული დაპირისპირება“-განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა განაცხადა, ჩარკვიანმა ზუსტი ნაბიჯი გადადგა და იქ მივიდა, სადაც საჭირო იყო.

„დღეს სამოქალაქო მოძრაობა გაძლიერებას საჭიროებს, რათა არჩევნებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს“, - განაცხადა ვაზაგაშვილმა.