შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის 12 პორტატული პანდუსები მზადდება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის 12 პორტატული პანდუსები მზადდება

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით,  მათთვის 12 პორტატული პანდუსის დამზადება უზრუნველყო.

ცესკო-ს ინფორმაციით, პანდუსები სხვადასხვა საარჩევნო უბანზე გადანაწილდება. ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვასა და რეალიზებას მოემსახურება.

პანდუსები კოალიციამ ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“ ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ გაცემული გრანტის საფუძველზე დაამზადა.

პროექტი „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.