ბიძინა ივანიშვილმა ფიდეს პირველ ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა

ბიძინა ივანიშვილმა ფიდეს პირველ ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი  ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის „ფიდეს“  პირველ ვიცე-პრეზიდენტს გიორგიუს მაკროპულოსს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ძირითადად სპორტის სფეროს გარშემო წარიმართა. შეხვედრას ცნობილი ქართველი მოჭადრაკე,  „ქართული ოცნების“  წევრი ზურაბ აზმაიფარაშვილიც ესწრებოდა.

„ეს პიროვნება ვინაიდან  ათენში ცხოვრობს, ძალიან კარგადაა ინფორმირებული, რაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ხდება. ის ჩემი პირადი სტუმარია და  ძალიან მოხარული ვარ,  რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. სხვათაშორის,  საუბარი მხოლოდ ერთ თემაზე მიმდინარეობდა, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ისეთი გარდაქმნები მოხდეს,  რაც  დემოკრატიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს“, - განაცხადა აზმაიფარაშვილმა.