ლერი ხაბელოვი:  ბაჩო ახალია და ვერც  ხათუნა კალმახელიძე, თვითნებურად ვერ გაბედავდნენ ვერაფერს, სწორედ ეს კაცი, სააკაშვილი ავალებდა მათ

ლერი ხაბელოვი: ბაჩო ახალია და ვერც ხათუნა კალმახელიძე, თვითნებურად ვერ გაბედავდნენ ვერაფერს, სწორედ ეს კაცი, სააკაშვილი ავალებდა მათ

კოალიცია „ქართული ოცნების“ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლერი ხაბელოვმა საკუთარ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, რომ არაფრით არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც ამ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან.

„ძალიან გთხოვთ გაფრთხილდით და პროვოკაციებს არ წამოეგოთ, არ აჰყვეთ მათ. როდესაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში აცხადებს, რომ საქართველოში ოქროს ხანაა, სადაა ეს ოქროს ხანა? ოქროს და აღმშენებლობის ხანა მათთვისაა და არა ხალხისთვის. მინდა გითხრათ, რომ ვერც ბაჩო ახალია და ვერ ის გოგო, თვალებს რომ აბრიალებდა ხათუნა კალმახელიძე, თვითნებურად ვერ გაბედავდნენ ვერაფერს, სწორედ ეს კაცი, სააკაშვილი ავალებდა მათ პირდაპირ და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე“,-აცხადებს ხაბელოვი.