ზაალ სამადაშვილი: იმან, რაც საქართველოს ციხეებში ხდებოდა, ყველა შეძრა და ეს სისასტიკე არასოდეს განმეორდება

ზაალ სამადაშვილი: იმან, რაც საქართველოს ციხეებში ხდებოდა, ყველა შეძრა და ეს სისასტიკე არასოდეს განმეორდება

„იმან, რაც საქართველოს ციხეებში ხდებოდა, ყველა შეძრა და ეს სისასტიკე არასოდეს განმეორდება“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა  დღეს პატიმრების წამების ფაქტების კომენტირებისას გაბაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, ტკივილი და აბუჩად აგდება და იმედი გამოთქვა, რომ ეს არასოდეს განმეორდება.

„რასაც ჩვენ ერთად ვაშენებდით ამ წლების განმავლობაში, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ლამის წყალში ჩაგვიყარა“, - განაცხადა მან.

სამადაშვილი თბილისის კურთხევასაც გამოეხმაურა და ამისთვის უწმინდესს მადლობა გადაუხადა.

„ეს  ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ზნეობიდან გამომდინარე, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ქალაქი სიმშვიდეზე იყოს ორიენტირებული", - განაცხადა სამადაშვილმა.