„ქართული ოცნების“  წევრებზე კომპრომატების გამავრცელებელი ბესო სურმავა გაუჩინარდა

„ქართული ოცნების“ წევრებზე კომპრომატების გამავრცელებელი ბესო სურმავა გაუჩინარდა

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი, რომელმაც დღეს კომპრომატები დადო, გაუჩინარებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძე   გურია ნიუსთან საუბარში აცხადებს, რომ მისი მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია.

მაკა ლობჟანიძის  ინფორმაციით,  მისი მეუღლე   სამართალდამცველებს ჰყავთ აყვანილი. დაკავების მიზეზი მისთვის  უცნობია.  მისი თქმით,  მიმართვა, რომელიც  დღეს  გავრცელდა  ძალდატანების შედეგია. იგივეს ამბობს სურმავას ცოლისძმა.

 მათი განცხადებით "ოცნების" მაკომპრომიტირებელი ჩანაწერი პოლიციაში გაკეთდა.

ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას მეუღლე, მაკა ლობჟანიძე  აცხადებს, რომ  მის მეუღლეს, "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო მიმართვა ხონში ჩააწერინეს.

-„მიმართვა, რომელიც დღეს ინტერნეტით გავრცელდა, ბესოს ხონში ჩააწერინეს. როგორც ვიცით, დილით, ხონში დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს, - აცხადებს  ლობჟანიძე  „გურია ნიუსთან საუბარში.

მისი თქმით,   მისი მეუღლე ხონიდანაა.  ბოლოს ორი დღის წინ ნახა.

 ბოლოს, ორი დღის წინ ვნახე. სამსახურში იყო. წუხელ ვესაუბრე ტელეფონით, მას შემდეგ მასზე არაფერი ვიცი. დილიდან გამორთული აქვს ტელეფონი, - აცხადებს  ლობჟანიძე გურია ნიუსთან საუბარში .

ბესოს სურმავას ცოლის ძმის  განცხადებით,  ბესო ამ დილით აიყვანეს სამართალდამცავებმა. „ის მორიგეობიდან სახლში ბრუნდებოდა და გზიდან გაუჩინარდა. ამ დროისთვის, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მიმართვა, რომელიც გავრცელდა, ბესოს პოლიციაში ჩააწერინეს "სკაიპის" მეშვეობით და გეტყვით, რომ ბესოს არანაირი  მაკომპრომიტირებელი მასალები და ჩანაწერები არ ჰქონია - ეს ყველაფერი სამართალდამცავების ნამოქმედარია"- აცხადებს ბესო სურმავას ცოლისძმა გურია ნიუსთან საუბარში.

ლობჟანიძეები, ამ წუთებში, ადვოკატებთან ერთად  ცდილობენ, დაადგინონ სურმავას ადგილსამყოფელი.

შეგახსენებთ,  ბესო სურმავამ, რომელიც აცხადებს, ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრია, აუდიო ჩანაწერები ვიდეოპორტალ  youtube.-ზე გაავრცელა.