„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ეროვნულ სტადიონზე  წინასაარჩევნო შეკრებას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ეროვნულ სტადიონზე წინასაარჩევნო შეკრებას გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ეროვნულ სტადიონზე წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. 

მმართველი პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, შეკრებაზე მხარდამჭერებს სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიმართავენ და წინასაარჩევნო კამპანიას შეაჯამებენ.

ღონისძიებაზე დასასწრებად „ნაციონალური მოძრაობა“ მხრდამჭერებს წინასწარ რეგისტრაციას პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე სთავაზობს. მსურველებს მოსაწვევის მიღება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ.

ამ დღესთან დაკაავშირებით, ხვალ ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მერიის ცნობით, ხვალ დილიდან წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე შეიზღუდება პარკირება. ასევე, ხვალ 15:00 საათიდან მოძრაობა შეწყდება წერეთლის, ცაბაძისა და დიდუბის ქუჩებზე, ხოლო თამარ მეფისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გარკვეული შეზღუდვებით.

თბილისის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, გაითავლისწინონ აღნიშნული შეზღუდვები და ალტერნატიული მარშუტები გამოიყენონ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრება 17:00 საათზე დაიწყება.