სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო

სააკაშვილის წინააღმდეგ ბელგიის პროკურატურამ სარჩელი მიიღო

ბელგიის პროკურატურამ ლადო ბედუკაძის ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადვოკატი ამრანი ხსენებულ სარჩელში იმ დამნაშავე პირთა წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რომლებიც გავრცელებულ ვიდეომასალებში პატიმრებს აწამებდნენ. საქმე მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს არ ეხება.

ადვოკატ ამრანის განცხადებით, სარჩელში პირდაპირაა მითითებული მიხეილ სააკაშვილის,  ბაჩო ახალაიას, მურთაზ ზოდელავას გვარები.

 „ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, ჰქონდა ინფორმაცია , რა ხდებოდა ციხეებში და როგორ აწამებდნენ პატიმრებს. გენერალურმა პროკურორმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, როდესაც ბედუკაძეს ცილი დასწამა 2 მილიონი ევროს აღებაში, ქვეყნის პრეზიდენტმა ბედუკაძე გამოაცხადა სამშობლოს მოღალატედ. ყველა ეს ინფორმაცია, როგორც ფაქტი, აისახა ჩემს სარჩელში. ეს გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი, რათა ყველა დამნაშავე დაისაჯოს“,- განაცხადა ადვოკატმა ამრანმა.

 ადვოკატის მასალები ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ჩვენებასაც მოიცავს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ციხეებში ყველა ეს დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ვანო მერაბიშვილი.  ინაშვილის განმარტებით, დამნაშავე პირთა შორის, რა თქმა უნდა, ფიგურირებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი.

„შესაძლოა, ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანს ჰგონია, რომ ის გადარჩება, მაგრამ ეს არ მოხდება. სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები თანაბრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.  ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ვერც ვანო მერაბიშვილი გადარჩება, ვერც სააკაშვილი და ვერც ახლაია, თუ ზოდელავა“,- განაცხდა ირმა ინაშვილმა.

 უპრეცენდენტოა ფაქტი, რომ ბელგიის პროკურატურამ ადვოკატ ამრანის სარჩელი წარმოებაში მიიღო, რადგან ამ სარჩელში პირდაპირაა ნახსენები მოქმედი პრეზიდენტის გვარი, რომელიც ბედუკაძის წინააღმდეგ მუქარასა და ცილისწამებას ახორციელებს.

ადვოკატი ამრანი ანალოგიურ სარჩელის შეტანას საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც გეგმავს.

 „ამისი მიზანი ისაა, რომ სააკაშვილი, ახალაია, მერაბიშვილი და სხვა მაღალჩინოსნები, პირველ რიგში, საქართველოში გასამართლდნენ“,- განმარტავს ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.