გუბაზ სანიკიძე: „ნაცმოძრაობა

გუბაზ სანიკიძე: „ნაცმოძრაობა" უკვე ოჯახებს შეეხო და ამით ცეცხლი გახსნა

"ნაცმოძრაობა" უკვე ოჯახებს შეეხო და ამით ცეცხლი გახსნა“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.

მისი შეფასებით, ეს ჩანაწერები ფაბრიკაციაა. სანიკიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან წმინდათაწმინდა და ხელშეუხებელ თემაზე – ოჯახზე აპელირება, მის აგონიაში ყოფნაზე მიუთითებს.

„ოჯახი არის წმიდათაწმინდა, ხელშეუხებელი თემა დაუწერელ და დაწერილ კანონებშიც. ფაბრიკაციაა ის, თითქოს მე ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე - ბერაზე, უნიჭიერეს ადამიანზე ვსაუბრობ. მე პრეზიდენტის ოჯახზე არ მიკადრებია არასდროს არაფერი ცუდი, თუმცა, შეიძლება ძალიან ბევრჯერ ამის მიზეზი ყოფილიყო", - აცხადებს სანიკიძე.