რატი ამაღლობელი: კერძო სატელეფონო საუბრებს და სისტემურ ძალადობას შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ

რატი ამაღლობელი: კერძო სატელეფონო საუბრებს და სისტემურ ძალადობას შორის ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ

პოეტი რატი ამაღლობელი  მედიით გავრცელებულ „კომპრომატების ომს“ სოციალურ ქსელ Facebook-ში  გამოეხმაურა.

 ამაღლობელი საზოგადოებას მოუწოდებს, ტოლობის ნიშანი შეფასებებში სწორად დასვას.

„კერძო სატელეფონო საუბრებს და სისტემურ ძალადობასა და სახელმწიფოს მხრიდან გაუგონარ ბოროტმოქმედებას შორის ტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ? დიდი შანსია, სტრუქტურული ძალადობის ახალი მასშტაბური ტალღის მოწმენი გავხდეთ რეჟიმის მხრიდან თუ მსგავსი ტოლობის ნიშანი დაისვა“,-აცხადებს პოეტი.