სააკაშვილი: ქართველ ხალხს შორის არჩევანი ორია – ერთ მხარეს რუსეთია, მეორე მხარეს ევროპა

სააკაშვილი: ქართველ ხალხს შორის არჩევანი ორია – ერთ მხარეს რუსეთია, მეორე მხარეს ევროპა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უპირისპირდება ძალა, რომელიც კლასიკური რუსული სქემებით მოქმედებს და წინასაარჩევნოდ რუსეთიდან მიღებული 2 მილიარდით დაფინანსდა. ამის შესახებ მან დღეს იმერეთში სტუმრობისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, კლასიკური რუსული სქემით მოქმედება ნიშნავს იმას, რომ „ფული არის ყველფერი და ხალხი - არაფერი. მთავარია კომპრომატები იშოვო ტელევიზიით გამოყარო და ხალხს თვაგზა აუბნიო“.

„საქართველო სუპერმარკეტი არაა, რომელშიც შეხვალ და ხალხს, როგორც პროდუქტს იყიდი, ჩვენი ხალხი პროდუქტი არაა, ჩვენი ხალხი არ იყიდება. ჩვენი შვილების მომავალი არ იყიდება!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამიტომ სააკაშვილი აცხადებს, რომ არსებულ სიტუაციაში ქართველ ხალხს შორის არჩევანი ორია – ერთ მხარეს რუსეთია, მეორე მხარეს ევროპა და იმედი გამოთქვა, რომ ერი სწორ არჩევანს გააკეთებს.

„ქართველი ხალხის არჩევანი ესაა ევროპა და მთელი მსოფლიო გვიყურებს, რომ უკან არ დავბრუნდეთ. ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ჩვენი არჩევანი არაა წინსვლასა და შედარებით ნაკლებ წინსვლას, წინსვლასა დ ადგილზე გაჩერებას შორის, ჩვენი არჩევანი არის ბევრად სახიფათო, ბევრად მეტი შანსის მომცემი და ამავე დროს ძალიან დასაკვირვებელი _ ერთის მხრივ, ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელსაც არ უნდა არა თუ წინსვლა, ადგილზე გაჩერებაც და გვიპრდება, რომ დაანგრევს ყველაფერს, რასაც 9 წლის განმავლობაში რუდუნებით ვაშენებდით. ესაა მათი შემოთავაზება. ისინი გვპირდებიან, რომ გადაგვიყვანენ იმ გზიდან, რომელზეც 2008 წლის 12 აგვისტოს 6 ევროპელი ლიდერი დადგა და ფიზიკურად გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ესაა ჩვენი გზა. ჩვენი გზაა ევროპაში, ჩვენი გზაა თავისუფლება, ჩვენი გზაა წინსვლა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ვინც დღეს ქვეყანას კომპრომატებით კვებავს, მას თავისი ხალხი ეზიზღება. 

„მთავარია, დააშინო, წაეძველბიჭო და მერე წამოგყვება. თუ საქართველომ 1 ოქტომბრის რუბიკონი გადალახა, მერე ვაღარავინ წამოაგებს საქართველოს პროვოკაციებზე და ვეღარავინ დაანაწევრებს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საქართველოში აღარსდროს უნდა დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, კორუფცია და უსამართლობა.