მეტეხის ხიდზე უწმინდესს ელოდებიან

მეტეხის ხიდზე უწმინდესს ელოდებიან

ჯვართამაღლების დღესასწაულთან და თბილისის კურთხევასთან  დაკავშირებით, სასულიერო პირების მონაწილეობით დღეს  საზეიმო მსვლელობა  ქალაქის ოთხი ადგილიდან ერთდროულად დაიწყო.

ამ წუთებში მრევლი, სასულიერო პირების წინმძღოლობით მეტეხის ხიდზე ასი ათასი ქართველის წამების ადგულზე იკრიბება,  სადაც საზეიმო პარაკლისი შესრულდება, მეტეხის ხიდზე ელოდებიან უწმინდესს ილია მეორეს, რომელიც საზეიმო პარაკლისს თავად შეასრულებს.

დეკანოზ ლევან ფირცხელაშვილის განცხადებით, ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა ტაძარში აღევლინა და მსვლელობის დრო სამღვდელოებამ მთელი ქალაქი აკურთხა.  „ვლოცულობდით ღვთის მადლი და სიმშვიდე მოვიპოვოთ, რომ ემოციებით კი არა, გააზრებულად ვიმოქმედოთ“,-განაცხადა დეკანოზმა ფირცხელიშვილმა.