ასდუკში არჩევნების დღეს სამაგიდო სიების მონიტორინგის საკითხს განიხილავენ

ასდუკში არჩევნების დღეს სამაგიდო სიების მონიტორინგის საკითხს განიხილავენ

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში დღეს კომისიიის სხდომა გაიმართება, სადაც არჩევნების დღეს სამაგიდო სიების მონიტორინგის საკითხს განიხილავენ.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის  თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, საქმე ეხება კომისიის მიერ დაზუსტებულ და ცესკო-სთვის გადაცემულ სიასა და საარჩევნო უბნებში სამაგიდო სიის ურთიერთშესაბამისობაზე მონიტორინგის განხორციელებას.

მისი თქმით, საზოგადოებაში იყო გარკვეული სახის საფუძვლიანი უნდობლობა, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ დასმულ შეკითხვებში ჩატარდებოდა თუ არა დაზუსტებული სიებით არჩევნები და  ხომ არ მოხდება შუა გზაში რაიმე სახის ცვლილება.

„ბუნებრივია, რომ ეს უნდობლობა გარკვეულ საფუძველს ფლობს. ამიტომ ამ ტიპის რისკებისგან და არასასიამოვნო მოქმედებებისგან თავი რომ დაგვეზღვია, კანონის საფუძველზე მივიღეთ მონიტორინგის განხორციელების უფლება. ვიმსჯელებთ, თუ რომელ ოლქში, რომელ უბანზე, თუ რა მეთოდებით განხორციელდება მონიტორინგი. მე ვფიქრობ, ძირითადი აქცენტი უნდა გადავიტანოთ იმ ნოვაციებზე და იმ სიახლეებზე, რაც განახორციელა უშუალოდ კომისიამ", -განაცხადა კაციტაძემ.