საია პროკურატურას მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილის მიმართვის საფუძველზე გამოძიების დაწყებას თხოვს

საია პროკურატურას მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილის მიმართვის საფუძველზე გამოძიების დაწყებას თხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა მათ განცხადებით მიმართა, სადაც აღწერილია  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები. ამის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რამიშვილი ამის დასადასტურებლად ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც დანაშაულის ნიშნების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.

„კერძოდ კი განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბრის თვეში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა გულის შეტევით და ასახელებს  თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს“, - ნათქვამია განცხადებაში

საია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები გამომდინარე იქედან, რომ დანაშაულების ელემენტებს მოიცავს, გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

შესაბამისად, დღეს, საიამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება  მთავარ პროკურატურას მიაწოდა და განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

„საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ასევე უზრუნველყოს მსჯავრდებულ რამიშვილის უსაფრთხოება“, - აცხადებენ საიაში.