გიგი უგულავას განცხადება ბადრი პატარკაციშვილთან მისი შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე

გიგი უგულავას განცხადება ბადრი პატარკაციშვილთან მისი შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერზე

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე თბილისის მერი გიგი უგულავა  განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის სახლში განხორციელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ჩემი და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრა არის ასახული. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, სადაც მე საქართველოს ხელისუფლების სახელით,  გამოვთქვი შეშფოთება, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებაზე უარის შემდგომ, ცდილობდა ყველა ფორმით და მის ხელთ არსებული საშუალებებით, ებრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე გავაფრთხილე ის, რომ ეს რუსული თამაშის ნაწილი იყო. ამ შეხვედრის შემდეგ, კონფლიქტი უკვე საჯაროდ მიმდინარეობდა. მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართვლო იგივე გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს და ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, საქართველო წარსულში დააბრუნონ“, - ნათქვამია  უგულავას განცხადებაში.