ივანიშვილი: ელჩს, რიჩარდ ნორლანდს  ვუთხარი, რომ 2 ოქტომბერს არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს

ივანიშვილი: ელჩს, რიჩარდ ნორლანდს ვუთხარი, რომ 2 ოქტომბერს არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს დილით,  ამერიკის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

ივანიშვილის თქმით, ელჩი ინტერესდება,  რომ  „2 ოქტომბერს რაიმე გამოსვლები არ მოხდეს“.

ის განმარტავს, რომ თავის მხრივ, ელჩს გარანტია მისცა, რომ ის ქაოსი არ მოხდება, რითაც ხელისუფლება ამერიკელებსა და ევროპელებს აშინებს.

„ხელისუფლება ამ სიცრუეს ნერგავს და ავრცელებს. მე ელჩს ვუთხარი,  რომ ქართველი ხალხი არის კულტურული,  აქვს დიდი ტრადიციები და მაგალითად,  ჩემი კახეთში 2 დღის განმავლობაში ვიზიტის შესახებ მოვუყევი. კახეთის სხვადასხვა ქალაქებში ხელისუფლება გვახვედრებდა თავის მხრდამჭერებს,  ბავშვებს, რომლებიც შეხვედრების დროს ხელს გვიშლიდნენ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ამ პროვოკაციას არავინ აყოლია. ერთ-ერთ ქალაქში,  ვინც ამ ბავშვებს კოორდინაციას უწვედა, თავად პოლიციის უფროსის შვილი იყო. მე ელჩს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ კულტურული და კანონმორჩილი ხალხი, ამიტომ 2 ოქტომბერს არავითარი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს. თუ რაიმე დაპირისპირება მოხდა, ეს ხელისუფლების მიერვე იქნება ორგანიზებული, ორივე მხარეს თვითონ დააყენებენ,  ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ დავუშვათ“,  - განაცხადა ივანიშვილმა.