მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების ორგანიზებით,  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს

მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების ორგანიზებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მიმდინარეობს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „რედისონში“  საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა საქართველოს პრესის ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს შესავალი სიტყვით მიმართა.

მისი განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ და პირადად მისი მიზანი არის საქართველოს გაერთიანება.

ამასთან,  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტად ბიძინა ივანიშვილი მედიის თავისუფლებას მიიჩნევს.

 მისი თქმით,  იმისთვის, რომ მოხერხდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, თავისუფალი მედიის არსებობაა აუცილებელი.

„ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ ყველა ჟურნალისტს შეეძლოს თავისუფლად საქმიანობა,  რამეთუ ჟურნალისტი არის პირველი კრიტიკოსი ხელისუფლებისა და ის საზოგადოებას ობიექტური ინფორმაციით უნდა მოემსახუროს. დღეს ბევრ ჟურნალისტს უნდა შეიცვალოს პოზიცია, მაგრამ ხელისუფლებლის ძალადობის გამო ამას ვერ ახერხებს. მედიამ მეოთხე ხელისუფლების ფუნქციის შესრულება უნდა შეძლოს“, _ განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ე.წ. მასთქერის პრინციპის დანერგვასაც გამოეხმაურა და ხელისუფლების მხრიდან ამ თემით სპეკულირებას სირცხვილი უწოდა.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთეხელ აჩვენებს ხელისუფლების სახეს. ისე უნდათ წარმოაჩინონ სიტუაცია,  თითქოს საკაბელო ოპერატორებს არ სურთ ბიზნესის განვითარება და ყველა არხის ჩართვა თავიანთ ქსელში. გარწუნებთ, მალე გეყოლებათ ახალი ხელისუფლება და საკაბელო ოეპრატორებს არავინ არაფერს უკარნახებს“,  - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ წუთებში კოალიციის ლიდერი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს პასუხობს.