ივანიშვილი: კალაძის და სანიკიძის კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი შეთხზული და შეთითხნილია

ივანიშვილი: კალაძის და სანიკიძის კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი შეთხზული და შეთითხნილია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი გუშინ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ვიდეო ჩანაწერებს, სადაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, კახი კალაძისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გუბაზ სანიკიძის კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირი იკვეთება, შეთხზულსა და შეთითხნილს უწოდებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა საგარეჯოში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხალხს მათი უკვე აღარ სჯერავს და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე მათ საწინააღმდეგოდ ბრუნდება.

„კახი კალაძე განსხვავებით საკაშვილისგან ძალიან ღირსეული ადამიანია. მას აქამდე ღირსებით უცხოვრია. ძალიან ამაყი ვარ რომ ის ჩემი მეგობარია და ჩემი ოჯახის ახლობელია. ეხლა რა სისულეებს ამბობებნ ამის უკვე აღარავიც სჯერავს. ამისათვის, არავითარი ობიექტური საფუძველი და რეალური მასალები არ არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.