ვლადიმერ ბედუკაძეს ინტერპოლი ეძებს

ვლადიმერ ბედუკაძეს ინტერპოლი ეძებს

ინტერპოლმა გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველ ვიდეომასალის ავტორზე,  საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერ ვლადიმერ ბედუკაძეზე  საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ინტერპოლის ვებგვერდზე ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემები დაიდო.

დანაშაულის კატეგორიად,  რომლის საფუძველზეც ბედუკაძე წითელი ცირკულარით იძებნება, ინტერპოლს „სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა“ აქვს მითითებული.

გლდანის ციხეში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალები 18 სექტემბერს გამოქვეყნდა,  თუმცა იმ დროისთვის ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით,  ბედუკაძე ბრიუსელშია,  სადაც რამდენჯერმე პრესკონფერენციაც გამართა.