არჩევნებამდე „ლაბორატორია 1918

არჩევნებამდე „ლაბორატორია 1918" საპროტესტო მანიფესტაციას წყვეტს

"ლაბორატორია 1918"-ის წევრ ლევან აბაშიძის განცხადებით, „ლაბორატორია 1918" არჩევნებამდე ყველანაირ საპროტესტო მანიფესტაციას წყვეტს.

მისი განმარტებით, აქციების შეწყვეტის მიზეზია ის, რომ არჩევნები ახლოვდება და იქამდე მთელი საქართველო უნდა მივიდეს მშვიდად, თუმცა აღნიშნა, რომ საპროტესტო მუხტი კრეატიული კუთხით იქნება გამოყენებული.

"ჩვენ ვწყვეტთ საპროტესტო მანიფესტაციებს, მსვლელობებს, გზის გადაკეტვებს და მსგავს საპროტესტო ღონისძიებებს, თუმცა, საპროტესტო მუხტი ჩვენში შენარჩუნებულია და ჩვენი პროტესტი შეიძლება გამოვხატოთ უფრო კრეატიული კუთხით. კერძოდ, შესაძლოა ეს იყოს კონცერტი, თეატრალური ღონისძიება და ა.შ", - განაცხადა აბაშიძემ.

გარდა ამისა, აბაშიძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს "ლაბორატორია 1918" გამოეყოფა, რადგან საკოორდინაციო საბჭო აქციების გაგრძელებას გეგმავს.