მთავრობის კანცელარიასთან აქცია დასრულდა, ფილარმონიასთან კი, მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან აქცია დასრულდა, ფილარმონიასთან კი, მიმდინარეობს

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ,  არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ,  სტუდენტთა აქცია მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა.

 სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მთავრობის კანცელარიაში საკუთარი მოთხოვნები წერილობით წარადგინეს.

მათი მოთხოვნები პენიტენციალურ სისტემაში ჩადენილ დანაშაულზე ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯას, პატიმართა უფლებების დაცვას და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოიცავს.

კანცელარიასთან აქცია უკვე დასრულებულია.

როგორც სტუდენტები აცხადებენ,  მათი ნაწილი ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდება. ხვალ კი,  სტუდენტები საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზდული ორგანიზაცია „დავითიანის“ აქციას სპორტის სასახლესთან შეუერთდებიან.

ამჟამად, საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან  მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების წამების ფაქტებს აპროტესტებენ. 

ისინი პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა პირის დასჯას, აღნიშნული აქციის ორგანიზატორის უფლებადამცველი დაჩი ცაგურიას და მისი მეგობრის ლევან ალადოშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც ჟურნალისტებს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, აქციები მანამ არ დასრულდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.