შალვა ნათელაშვილი:  შსს-მ   სააკაშვილის მექსიკური სერიალების 905-ე სერია გამოაქვეყნა

შალვა ნათელაშვილი: შსს-მ სააკაშვილის მექსიკური სერიალების 905-ე სერია გამოაქვეყნა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილის შეფასებით, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც „ქართული ოცნების" ლიდერთა ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირზეა საუბარი სისულელეა.

მისი თქმით, მსგავსი ტელე პროვოკაცია მის წინააღმდეგაც განხორციელდა და აღნიშნა, რომ ეს სააკაშვილის მორიგი ტელე პროვოკაციაა.

„ე.წ. კანონიერი ქურდიც, პროფესორიც და მწერალიც ჩვენი მოქალაქეა და პოლიტიკოსი შეიძლება ყველას შეხვდეს და ესაუბროს. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სააკაშვილის მექსიკური სერიალების 905-ე სერია", - განუცხადა ჟურნალისტებს შალვა ნათელაშვილმა.

ამასტანავე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ისეთივე ავანტიურისტია, როგორიც მიხეილ სააკაშვილი.