ელისო კილაძე: შს სამინისტრო  სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია

ელისო კილაძე: შს სამინისტრო სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია

"ჩემი საქართველოს" თავმჯდომარე, ელისო კილაძის განცხადებით შს სამინისტრო სრულ საინფორმაციო ვაკუუმშია, რადგან მათ მიერ ჩამოთვლილი ქურდები ზოგი გარდაცვლილია, ზოგი გამოგონილია და ზოგიც ციხეში ზის.

„მაგალითად, მათ მიერ ნახსენები ლაშა შუშანაშვილი მეც ვიცი რომ ციხეში ზის, ჩაკვეტაძე და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერში ნახსენები ქუთაისელი კანონიერი ქურდი ვალერი მარგიანი ასევე გამოგონილია და არ არსებობს. ქურდი ნემსიწვერიძე ორი წლის გარდაცვლილია, ასევე გარდაცვლილია რემბო-რომელიც სააკაშვილმა ახსენა, ხოლო  გოდერძიშვილი აკაკი ბობოხიძის სიმამრი გახლდათ .

მე მგონია, რომ აქ შეგნებულ დეზინფორმაციასაც აქვს ადგილი. ეს ნიშნავს იმას, რომ  სააკაშვილის ხელისუფლება არის სრულად გაკოტრებული, მას დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი-მოაწყოს პროვოკაცია, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გადადოს არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს“,- აცხადებს From.ge-სთან საუბარში კილაძე.