ნიკა რურუა: ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ყოველთვის ცდილობს ხვალინდელი დღე ნათელი იყოს

ნიკა რურუა: ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი ყოველთვის ცდილობს ხვალინდელი დღე ნათელი იყოს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით,  გარედან თავსმოხვეული არევ-დარევა ჩვენს ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებს. ამის შესახებ მან ოზურგეთში რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი დაპირებებს ყოველთვის ასრულებს. მისი განმარტებით, მათი პარტიის გუნდი ყოველთვის ცდილობს ქვეყაანა და ხვალინდელი დღე ნათელი და სიღარიბისგან თავისუფალი იყოს.

“თავისუფლება არის, როგორც ქვეყნის შიდა ძალების, ისე გარე ძალებისგან თავისუფლება. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ერთობლივი, თქვენს მიერ არჩეული ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, წინსვლა და პროგრესი გაგრძელდება და ვერანაირი პოპულიზმი, ვერანაირი გარედან თავსმოხვეული არევ-დარევა ვერ მოიკიდებს ისევ ფეხს ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ და აღნიშნა, რომ სხვანაირად ჩვენს ქვეყანას მომავალიც არ ექნება.