ჟურნალისტები და არასამთავრობები ქუთაისისა და გეგუთის კოლონიებში შესვლას ითხოვენ

ჟურნალისტები და არასამთავრობები ქუთაისისა და გეგუთის კოლონიებში შესვლას ითხოვენ

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დღეს ქუთაისში აქცია გამართეს და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებისა და გეგუთის კოლონიაში შესვლის ნება ითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა გიორგი ტუღუშის სახელზე მიმართვა  დაწერეს.  აქცია  „შეაჩერე აქტი“  მათ  კონსტიტუციური უსაფრთხოების დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობასთან  გამართეს.

„მე-7 დღეა ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპროტესტებთ პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, მოვითხოვთ ყველას დასჯას ვინც ადამიანის ღირსებისშემლახავ მოპყრობას ახორციელებდა“,-განაცხადა მანანა მანაგაძემ.