საქართველოს დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიქტორ ორბანი თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. აეროპორტიდან ის გმირთა მოედანზე გაემგზავრება, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დღის მეორე ნახევარში კი იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის მეორე დღეს სტუმარი ქუთაისის აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრება.

ასევე საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.