გოგა ხაინდრავამ სამ საათიანი  დაკითხვის შემდეგ  ვაკის  პოლიციის შენობა  დატოვა

გოგა ხაინდრავამ სამ საათიანი დაკითხვის შემდეგ ვაკის პოლიციის შენობა დატოვა

 

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სამ საათიანი დაკითხვა ვაკის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ხაინდრავამ პოლიციის შენობა უკვე დატოვა.

ხაინდრავას განცხადებით, შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს. მას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა ნამდვილად საფრანგეთში და შეხვდა თუ არა რევაზ ლორთქიფანიძეს. გოგა ხაინდრავამ გამომძიებლებს დაუდასტურა, რომ რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან მასთან 35 წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„წყარად ვითარებაში კორქტულად წარიმართა დაკითხვა, მათ აინტერესებდათ ჩემი ურთიერთობა რეზო ლორთქიფანიძესთან, რაც ჩემი მხრიდან დაფარული არასდროს არ იყო. მე ყოველთვის ვადასტურებდი, რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით, ერთ კორპუსში ვცხოვრობდით.

მე ვიყავი საფრანგეთში მიწვეული კონფერენციაზე ცივილიზაციების უნივერსიტეტმა მოაწყო ფესტივალი იქ ჩემი ფილმის „ოცნებების სასაფლაოს“ ჩვენება გაიმართა.

იქ ყოფნისას ვიცოდი, რომ მე ვიცოდი, რომ რეზო იწვა საავადმყოფოში მას საფრანგეთის მთავრობა მკურნალობდა. მივედი მის სანახავად და ერთი ღამე დავრჩი და წამოვედი“,-აცხადებს ხაინდრავა.

იყო თუ არა გამოძიების მხრიდან ოპოზიციაზე კითხვები , ხაინდრავა აცხადებს, რომ ოპოზიციაზე კითხვებიუადგილოა.

„ეს კითხვები უადგილოა , ჩემი ცხოვრება არის ღია და დაუფარავი, მე არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ვარ , 2008 წლის არჩევნების შემდეგ საერთოდ წავედი პოლიტიკიდან და ვიყავი ვარ და ვარ დაკავებული ჩემი პროფესიით. ამ კინომ გადარია სააკაშვილი, შარვლიდან არის ამომხდარი . ეს ფილმი აჩვენეს ბრიუსელში , ნიუიორკში .

გოგა ხაინდრავა მორიგ დაკითხვაზე 27 სექტემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული, რის გამოც ვეღარ შეძლებს კიევში ვიზიტს, სადაც მისი ფილმის ჩვენებისთვის უნდა ჩასულიყო.

რაც შეეხება იმას ჩამოართვეს თუ არა გოგა ხაინდრავას, ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობა, ის აცხადებს, რომ მისთვის არანაირი პირობა არ ჩამოურთმევიათ და ხვალვე შეუძლია წავიდეს, როგორც დაგეგმილი ჰქონდა უკრაინაში, თუმცა მის განცხადებით, ის ამ ეტაპზე გამგზავრებას არ აპირებს, რადგან უნდა ყველაფერი ბოლომდე გაირკვეს.

 

„არაფერი პირობა არ ჩამომართვეს ხვალვე შემიძლია წავიდე, მაგრამ ეს დიდი ფანტაზია და სცენარი რაც გონება დაბნელებული პოლიტიკოსების თავშია დაბადებული ბოლომდე უნდა გაირკვეს“, -განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავას ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით,  საქმე აღძრულია 223 პრიმა მუხლით, სადაც პირველი ნაწილი შეეხება კანონიერ ქურდებს და მეორე ნაწილი ქურდულ სამყაროს შეეხება. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება სწავლობის ფულის გათეთრების საკითხს, სამართალდამცველებს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.

ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.

"რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.

საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას", - განაცხადა ზოდელავამ.