მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნებას და

მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნებას და "მაესტროზე" მუშაობას სთავაზობს

 „ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნებას და "მაესტროზე" მუშაობას სთავაზობს.

 "ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას: იმ შემთხვევაში, თუ ინგა გრიგოლია წამოვა პოლიტიკიდან, "მაესტრო" მას სთავაზობს ჟურნალისტიკაში დაბრუნებას სწორედ ჩვენს არხზე. "მაესტროს" დამფუძნებლების სახელით მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი." - წერს ღლონტი  სოციალიურ ქსელ facebook-ის  ის საკუთარ გვერდზე.

  ინგა გრიგოლია “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. მან საკუთარი კანდიდატურა, გუშინ ცესკოში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოხსნა, რომელიც ფოტო და ვიდეო გადაღებას უკავშირდებოდა.

 "ყველა ზარის, ყველა სმს-ის, ყველა კომენტარის საპასუხოდ, რომელიც გუშინდელიდან მოყოლებული დამხვდა, გპასუხობთ - იმის მიუხედავად, რომ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ბევრად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომლის გატანაც ხელისუფლებას უნდოდა და იმედია, ”ქრისტიან-დემოკრატები” გააკეთებენ განმარტებას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან დარწმუნებული ვამტკიცებდი, რომ ჩვენები კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ვასრულებ ჩემს პირობას და არჩევნებიდან ვხსნი ჩემს კანდიდატურას", - წერს ინგა  გრიგოლია ფეისბუქის