ზვიად ძიძიგური: ქვეყნის პრეზიდენტი უნიჭო სერიალების  შეთხზვით და შემდეგ მისი გავრცელებითაა დაკავებული

ზვიად ძიძიგური: ქვეყნის პრეზიდენტი უნიჭო სერიალების შეთხზვით და შემდეგ მისი გავრცელებითაა დაკავებული

რუსთავში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზვიად ძიძიგური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას და განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონიერ ქურდებს შორის მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შესახებ შეთანხმება შედგა, უნიჭო სერიალს უწოდებს.

ძიძიგურის განცხადებით, უმოკლეს ხანში,  ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაჯდება და თავისივე შეთხზულ სერიალებს თვითონვე  უყურებს.

„ვინმემ, თუ რაიმე დააშავა დააპატიმრონ, მათ შორის, ჩემი ჩათვლით. ამათი სერიალები  ყელში ამოვიდა. ქვეყნის პრეზიდენტი  უნიჭო სერიალების   შეთხზვით და შემდეგ მისი გავრცელებითაა დაკავებული. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა გჭირდეს?!  ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს,  რომ   ამ ქვეყანაში შეუძლებელია, რომელიმე  ჭკუათმყოფელმა სააკაშვილს და მის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ჟანდარმერიამ საქართველოს პროკურატურას გადასცა მასალა, სადაც მთავარი პროკურორის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმება შედგა საქართველოში დესტაბილიზაციის