„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" რუსთავის ახალგაზრდულ ორგანიზაციას „ნაცმოძრაობის“ყოფილი წევრი შეუერთდა

„ქართული ოცნების" რუსთავის ახალგაზრდულ ორგანიზაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრი დავით ჩიხრაძე შეუერთდა. ჩიხრაძე დღეს „ქართული ოცნების" რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ყაველაშვილმა წარადგინა.

როგორც ჩიხრაძემ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ერთი თვის წინ გაერთიანდა. დღეს კი პარტიის რიგები ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დატოვა და „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანების დასადასტურებლად „ქართული ოცნების" მაისური ტელეკამერების წინ ჩაიცვა.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის, ალექსანდრე კვაჭიძის განცხადებით დავით ჩიხრაძის სახელი და გვარი მათ არაფერს ეუბნება. მისი თქმით, რადგან ამბობს, რომ დავით ჩიხრაძის გვარი მათ არაფერს ეუბნება, მას თავი არაფრით გამოუჩენია, რომ დამახსოვრებოდა და მისი სადმე გადასვლით „ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის ახალგაზრდულ ფრთას არაფერი დააკლდება.