ეკა ბესელია: პრინციპული და დროულია,  რომ  ახალგაზრდები თავიანთ განსაკუთრებულ როლს გრძნობენ

ეკა ბესელია: პრინციპული და დროულია, რომ ახალგაზრდები თავიანთ განსაკუთრებულ როლს გრძნობენ

ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ, გამართულ აქციებს სოლიდარობას უცხადებს.

ამის შესახებ, ეკა ბესელიამ დღეს for.ge -ის პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ახალგაზრდები რამდენიმე დღეა ხელისუფლების ამ ქმედებებს აპროტესტებენ და მიიჩნევს, რომ მათი ეს რეაქცია დროულია.

„სოლიდარობას ვუცხადებ  იმ ადამიანებს,  რომლებიც რამდენიმე დღეა აქტიურად აპროტესტებენ ციხეებში არაადამიანურ ქმედებებს და ძალადობას. ძალიან პრინციპული და დროულია,  რომ  ახალგაზრდები ამ საკითხში თავიანთ განსაკუთრებულ როლს გრძნობენ. ჩვენ მათ მხარადჭერას ვუცხადებთ“, - განაცხადა ბესელიამ.