პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარა

"ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაკითვაზე დაიბარეს. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით დაბარებულია გიორგი ხაინდრავა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კანონიერ ქურდებს შორის საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, სადაც გოგა ხაინდრავას გვარი ფიგურირებს.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისგან, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება. დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე საფრანგეთის სასამართლოს სანქციით ჩვენ ეს მასალა ოფიციალურად გადმოგვეცა. საფრანგეთის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაოშიროსო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედეების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჟგუფების შექმნას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართველი სამართალდამცველები ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებენ’“, - აცხადებენ პროკურატურაში.