რამაზ საყვარელიძე: დასავლეთი ღია ტრიბუნიდან არ გააკეთებს განცხადებას, ის სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა დაელაპარაკება

რამაზ საყვარელიძე: დასავლეთი ღია ტრიბუნიდან არ გააკეთებს განცხადებას, ის სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა დაელაპარაკება

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დღეს გაეროში მიხეილ სააკაშვილის დემოკრატიის მიღწევებსა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მოხსენების შესახებ აცხადებს, რომ სააკაშვილის ტექსტი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც სხვა დროსაც ყოფილა, მას შესაძლებელია დაემატოს დანაშაულზე საქართველოს ხელისუფლების ოპერატიული ღონისძიება.

„სააკაშვილი ვიცით, როგორც ისაუბრებს დღეს გაეროში, ტექსტი დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც სხვა დროს. შეიძლება დამატებით მასალად გაიჟღეროს იმან, რაც ბოლო დღეებში მოვისმინეთ-აღმოჩნდა ქვეყანაში დანაშაული და საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მისცა ისეთი ოპერატიული ღონისძიება, რაც არავის არ მიუცია“,-აცხადებს საყვარელიძე.

ექსპერტის აზრით, დასავლეთი ღია ტრიბუნიდან არ გააკეთებს განცხადებას, ის სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა დაელაპარაკება .

„ ეს ის ტრიბუნა არ არის, სადაც ღიად გამოითქმება რეაქციები, მითუმეტეს, რომ  ქართული თემა არ არის დღევანდელ რთულ ვითარებაში წამყვანი. შეიძლება ეს რეაქციები ჩვენ ვერც ვნახოთ, თუმცა შეხვედრების დროს დახურულ კარს მიღმა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ პრობლემებზე იქნება ლაპარაკი“,-აცხადებს საყვარელიძე.