ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტები ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტები ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრას ითხოვენ

ცენტრალურ საარჩევნო კომიდიიდ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტები ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. სხდომა ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც კომისიის მისაღებში უსტვენენ და სკანდირებენ  -  "გამოდი".

ცესკო-ს პრესსამსახურმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცა იმ მიზეზით, რომ ცესკო-ში სხდომა მიმდინარეობს. პრესსამსხაურის განმარტებით, კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდება.

ჟურნალისტები იმ დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება იზღუდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაცვამ ჟურნალისტებს წესრიგის დაცვისა და ხმაურისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცესკო-ს მისაღები დაატოვებინეს.