„ქართული ოცნების“ ხაშურის შტაბის მესამე წევრი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ხაშურის შტაბის მესამე წევრი დააკავეს

"ქართული ოცნების“ ხაშურის შტაბს გუშინ საღამოს 10 საათზე, ზონის კოორდინატორი ზურაბ ჭარხალაშვილი პოლიციის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს. გუშინვე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“  აქტივისტების იაგო ქიტიაშვილი  და გიორგი ნოზაძე.

 პოლიციამ ჭარხალაშვილი  მაშინ აიყვანა, როდესაც იგი „ქართული ოცნების“  ხაშურის ოფისიდან სახლში ბრუნდებოდა. სასამართლო პროცესი ბორჯომში გაიმართა. პროცესზე ადვოკატი და ოჯახის წევრები არ დაასწრეს, ზურაბ ჭარხალაშვილს კი ბორჯომის სასამართლომ  30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„დაიწყო მასიური დაპატიმრებები, გუშინ დააკავეს ქიტიაშვილი და ნოზაძე,ახლა კიდევ ჭარხალაშვილი. ხაშურის რაიონში სპეცნაზია მობილიზებული და მიმდინარეობს  შტაბის წევრების და აქტივისტების დაპატიმრებები, რომელთაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. როგორც ჩანს, ყველას დაგვიჭერენ“,-აცხადებენ ხაშურის შტაბის წევრები.