გაზეთ „რეზონანსის“ და ჟურნალი „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორები, ლაშა ტუღუში და შორენა შავერდაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს ხვდებიან.
ისინი ხარატიშვილს იმ დადგენილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ცესკო-მ გუშინ მიიღო.
მედიის წარმომადგენლები, ხარატიშვილთან შეხვედრაზე იურისტ თამარ კორძაიას შეშვებასაც ითხოვდნენ, თუმცა ზურაბ ხარატიშვილი მხოლოდ ლაშა ტუღუშსა და შორენა შავერდაშვილთან შეხვედრას დათანხმდა.
ჟურნალისტების შეხვედრა ზურაბ ხარატიშვილთან მედიის წარმომადგენლების ხმაურიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვას ცესკო-ს შენობასთან აპროტესტებენ.
ცნობისთვის, დადგენილება, რომლითაც საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება, იზღუდება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ დაამტკიცა.