ეკა ბესელია:  ქურდულ სამყაროსთან კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს

ეკა ბესელია: ქურდულ სამყაროსთან კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს

დღეს,პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა,ეკა ბესელიამ,For.ge-ს პრესკლუბში განაცხადა,რომ კომპრომეტირებული ხელისუფლების მიერ უნიჭოდ დადგმული სცენები, არაფრისმთქმელი დამონტაჟებული მასალები,კიდევ უფრო დააზარალებს ხელისუფლებას.

გავრცელებული,ინფორმაციით,ხელისუფლებას საფრანგეთში გაგზავნილი ჰყავს თავიანთი წარმომადგენლები,რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საფრანგეთის ჟანდარმერიასთან და მათ მიზანს ოპოზიციისა და კანონიერი ქურდების დამაკავშირებელი კადრების ჩამოტანა წარმოადგენს.

ბესელიას თქმით,თუ ხელისუფლება გაავრცელებს ოპოზიციისა და კანონიერი ქურდების დამაკავშირებელ კადრებს, ეს იქნება  ცნობილი ბრაზილიური ტიპის სერიალების მსგავსი მდარე მასალა.

„ქურდულ სამყაროსთან კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს და ამის არა ერთი ფაქტი გახმოვანებულა,ისინი თავად არიან დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები.არსებულ ვითარებაში საფრანგეთში ჩავლენ,თუ კიდევ უფრო შორს წავლენ,გავრცელებული ამაზრზენი კადრების ნახვის შემდგომ,მთელმა მსოფლიომ გაიგო ვინ ჰყავს სათავეში საქართველოს“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით,გაეროს ტრიბუნასთან გამოსულ ქვეყნის პირველ პირს სულ სხვა აუდიტორია დახვდება,რომელზეც უკვე აღარ იმოქმედებს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები.

ბესელიასვე ინფორმაციით,ფოთიდან ჩამოიყვანეს რამდენიმე ადამიანი,რომელთაც სთხოვდნენ სოდისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები,ფარულად ჩაეწერათ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა საუბარი,რომლებსაც თითქოსდა რაიმე კავშირი ჰქონდათ „ქართულ ოცნებასთან“და თავად ბიძინა ივანიშვილთან

„მე არ მგონია,მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქართველ ხალხზე მდარე კომიკურმა მასალამ რაიმე შთაბეჭდილება მოახდინოს“-განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა,ეკა ბესელიამ და აღნიშნა,რომ ხელისუფლებამ რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელოს არჩევნებამდე,ეს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ აღაშფოთებს გამოიწვევს და ხალხი დარწმუნდება ,რომ ასეთი ხელისუფლება არ უნდა ჰყავდეს.