საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, სტუდენტები საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობასთან აქციას მართავენ.
სტუდენტების განცხადებით, ისინი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სააკაშვილს ლეგიტიმაციის აღდგენაში ხელს ნუ შეუწყობენ.
„ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ და ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ტირანი, მას ყველანაირი ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და მოვუწოდებთ მსოფლიოს, რომ ნუ შეუწყობენ ხელს მას ლეგიტიმაციის აღდგენაში. პრეზიდენტი დღეს გამოდის გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ისევ შეეცდება, რომ მსოფლიო მოატყუოს, თუმცა მსოფლიომ მისი ტყუილები აღარ უნდა დაიჯეროს", - აცხადებენ სტუდენტები.
სტუდენტები გაერო-ს წარმომადგენლობისკენ მსვლელობა თსუ-დან მოაწყვეს.