ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას შეფასებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადება, რომლის თანახმადაც, სასჯელაღსრულების სისტემაში, მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, აცხადებს, რომ თუ ამას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკომპლექტებს ეს სრული ფორმალობა და ფიქცია იქნება.
„ბოლო რამდენიმე წელია მე და ჩემი კოლეგები პენიტენციალურ სისტემაში მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ვითხოვთ, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში სრულ მონიტორინგს ჩაატარებდა, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ. ეს იდეა თავისთავად კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჯგუფი, თუ სააკაშვილის მიერ დაკომპლექტდა, რომელმაც ძალადობრივი სისტემა შექმნა, ეს სრული ფორმალობა და ფიქცია იქნება“, - განაცხადა ბესელიამ.