ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ჩოხატაურში მხარდამჭერებს შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ჩოხატაურში მხარდამჭერებს შეხვდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ხვალ ჩოხატაურში მხარდამჭერებს შეხვდება. შეხვედრა 13 საათზე გაიმართება.

ივანიშვილი მოსახლოებას  ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაესაუბრება  და საარჩევნო პროგრამას წარუდგენს. ივანიშვილთან ერთად ჩოხატაურში კახი კალაძე და კოალიციის სხვა ლიდერებიც ჩამოვლენ.