„სისტემა უნდა დაინგრეს!!!”  (VIDEO)

„სისტემა უნდა დაინგრეს!!!” (VIDEO)

"სისტემა უნდა დაინგრეს!!!” - ასე ჰქვია მორიგ  ვიდეოკლიპს, რომელიც ქართველმა  მუსიკოსებმა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა არსებული ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ შექმნეს.  ისინი პატიმრების წამებას შემდეგი სიტყვებით აპროტესტებენ:

„იმას რაც ციხეში მოხდა

არ უშველის ბოდიშის მოხდა

მთელი მსოფლიო გაიგებს

სისტემა უნდა დაინგრეს!!!“

ვიდეოკლიპი „სისტემა უნდა დაინგრეს”, ათასობით ადამიანმა მოისმინა და სოციალურ ქსელებზეც უკვე ასობით მომხმარებელმა გაიზიარა. სიმღერა სერგი გვარჯალაძის, გიორგი ასანიშვილისა და ნაჯა ორაშვილის პროდიუსერობით  სტუდიაში „ქართულ ჩანაწერებში“ ერთ დღეში ჩაიწერა.

მონაწილეობენ: სერგი გვარჯალაძე, ერეკლე დეისაძე „Kung Fu Junkie,” “Landmark,” “Me and my monkey,” “Svansikh,” “KazzyJazz,” ”მაქს მაჩაიძე,” ” ჯერონიმო”.